დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას მოწმობს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავთან დაკავშირებით საინტერესო ლიტერატურული კომპოზიცია „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ გაიმართა.
აღნიშნული ლიტერატურული კომპოზიცია მე-6, მე-7 და მე-9 და მე-11 კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა: ლელა ზატუაშვილმა და ნინო ქაჩლიშვილმა განახორციელეს.
ბავშვებმა წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის ლექსები, ისაუბრეს პოეტის ცხოვრება-მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე.
მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს მის ლექსზე შექმნილი რევაზ ლაღიძის სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანავ“, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სკოლაში პედაგოგებს ასეთი საინტერესო გაკვეთილებისთვის დიდი მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: