ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებს საქართველოს ისტორიაში გამოჩენილი ადამიანების შესახებ სათანადო ცოდნა ჰქონდეთ.
ახლახან, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, რომლის ხელმძღვანელიც გურანდა ქარდავა გახლავთ, ღონისძიება - „ილია - ერის მამა“ ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის, როგორც მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის შესახებ საინტერესო ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.
მათ საქართველოს წინაშე ილია ჭავჭავაძის ღვაწლსა და დამსახურებაზეც ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: