ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 
12-11-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ესწრებიან და საგანმანათლებლო პროექტებში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები: თამთა ახალაძე, ანრი ჩოგოვაძე, ნიკოლოზ წვერავა და გიორგი ქობულოვი, რომელთა პედაგოგი  ნინო ბენდელიანი გახლავთ, საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გაიმართა საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალი.

პირველი საჯარო ლექცია თემაზე - „რა არის სამართლიანობა?‘‘ წაიკითხა KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.

როგორც გვიყვებიან, ახალი პროექტი იმერეთის რეგიონის მე-9, მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემებზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მიწვეული ლექტორები.

„აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, მოსწავლეებს დაეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203