წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, იქ ღონისძიება - „ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს“ გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის საქართველოს ქართული სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის დიდი მფარველის, ერის მამად და საქართველოს უგვირგვინო მეფედ წოდებული, დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის შემოქმედება წარმოაჩინეს, მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მისი პატრიოტული ლექსები წაიკითხეს.
მოსწავლეები, ღონისძიების ბოლოს, ერთობლივად გაეცნენ დოკუმენტურ ფილმს - „ვინ მოკლა ილია“.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ქეთინო ჩოგაძისა და ნათელა ჯმუხაძის ორაგნიზებით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: