საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, ინტერდისციპლინური გაკვეთილის ფარგლებში, გაიმართა ქართული მხატვრული ფილმის - „მონანიება“ ჩვენება და განხილვა.
კინოჩვენება გაიმართა ქართულის, ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებლების: სოფიკო გორგილაძის, კობა ბარბაქაძისა და გუგა ბენდელიანის ინიციატივით.
აქტივობის თემა იყო ქართული ფილმის - „მონანიება“ – ისტორიული კონტექსტი და თანამედროვეობასთან კავშირი.
მოსწავლეებს გაუმდიდრდათ ცოდნა და წარმოდგენა ქართული კინემატოგრაფიის, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილის შესახებ.
ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა განიხილეს მთავარი თემები და გმირები ისტორიულ და სოციალურ კონტექსტში.
მოსწავლეები დააკვირდნენ პერსონაჟებს, სიმბოლოებსა და სცენებში ასახულ თემებს. შეძლეს ფილმის იდეოლოგიური შინაარსისა და მხატვრული ხერხების აღქმა და კრიტიკული ანალიზი.
განივითარეს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები.
ფილმის დაწყებამდე პედაგოგმა მოსწავლეებს მოკლედ გააცნო რეჟისორის - თენგიზ აბულაძის შემოქმედება. გასული საუკუნის ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი - საბჭოთა პერიოდი და დიქტატურა.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს რა კავშირი აქვთ ფილმში ასახულ მოვლენებს თანამედროვეობასთან. განიხილეს - „მონანიების“ ძირითადი იდეები, პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტები და მათი მიმართება დღევანდელობასთან.
იხილეთ ფოტოები: