საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის V კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
12-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეების ხარისხიან განათლებაზე, მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ. 

იქ დიდი ყურადღება ეთმობა, რომ მოსწავლეებმა გამოჩენილი ქართველი პიროვნებების შესახებ სათანადო ინფორმაცია იცოდნენ. 

ახლახან, პედაგოგ თამთა ხარატიშვილის სადამრიგებლო - წმიდა მირიანისა და ნანას სახელობის V კლასის მოსწავლეები გასვლითი პროგრამების ფარგლებში, საგურამოში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მისი პირადი ნივთები მოინახულეს. მათ ასევე, მოისმინეს საინტერესო ამბები მწერლის პირადი ცხოვრებიდან, აქტიურად უპასუხეს გიდის მიერ დასმულ შეკითხვებს და ბოლოს, საგურამოს ეზოს ღია სცენაზე ღონისძიება ჩაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203