საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
გასვლითი გაკვეთილისა და ცოდნის გამტკიცების მიზნით, თამარ მეფის სახელობის სკოლა - გიმნაზიის მე-5ბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ინგა ჩადუნელი) იმყოფებოდნენ გორში, სოფელ ვარიანში.
მოსწავლეებმა მოინახულეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, მისი ნივთები, მოისმინეს საინტერესო ამბები მწერლის ცხოვრებიდან.
მოსწავლეებს თან ახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეონა მოდებაძე.
„გასვლითი ღონისძიება ეფექტური აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ექსკურსიის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: