თბილისის N61 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს, აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის IV ბ კლასში, დამრიგებლის - ფიქრია კუჭუაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი.
გაკვეთილს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები და სკოლის დირექცია. მოსწავლეებმა ისაუბრეს ისტორიულ ფაქტებზე ილიას დაბადებიდან მის გარდაცვალებამდე. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა გაიხსენეს მწერლის განუზომელი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე.
„ღია გაკვეთილი სასიამოვნოდ ამაღელვებელი ემოციებით დასრულდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის IV ბ კლასის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნის გამო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: