მუხურის N2 საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა 
12-11-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კომისიის გადაწყვეტილებით, სკოლამ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა. 

სკოლაში ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვა ახარებთ და წარმატებას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ. 

„11 ნოემბერს გაიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა. საბჭოს წევრებმა განიხილეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხი. სიხარულით გაუწყებთ, რომ ჩვენმა სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია! ვულოცავთ ჩვენს სასკოლო საზოგადოებას ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წინ გადადგმულ ნაბიჯს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203