მაკა სესაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია აღზარდოს კარგი, ღირსეული და რაც მთავარია, განათლებული ახალგაზრდები. შეყვარებულია პროფესიაზე და მთელი პასუხისმგებლობით ემსახურება იმ ღირებულ საქმეს, რასაც წიგნიერი თაობების აღზრდა ჰქვია.
იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ მაკა სესაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მეგობრული, მშვიდი, ლამაზი გარემო და პოზიტიურად და მეგობრულად განწყობილი მასწავლებელი.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა და მეგობრული დამოკიდებულება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ვიცი ,რომ კარგ და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან და დააფასებენ ჩვენს ამაგს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთიან და მეგობრულ გუნდს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეების მოციმციმე თვალები და მომღიმარი სახეები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „კაცია- ადამიანი“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ახალი წლის ღონისძიება.