„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეების მიზნამდე მიყვანა“ - ზურაბ შავაძე, პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი 
12-11-2024

ზურაბ შავაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც განათლების სადარაჯოზე დგას და ზრუნავს ქვეყანას ღირსეული და განათლებული ახალგაზრდები აღუზარდოს. მისი ყოველდღიური მოტივაციაც მოსწავლეების სასურველ მიზნამდე მიყვანა და მათი მხარდაჭერაა, რომ შეძლონ თავიანთი უნარების მაქსიმალურად რეალიზება. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ზურაბ შავაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- საინტერესო და აქტიურ სასწავლო პროცესს. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- თანამშრომლობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არიან აქტიურები, შრომისმოყვარენი და მოსიყვარულეები.

-  სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეების მიზნამდე მიყვანა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- „ვეფხისტყაოსანი“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ექსკურსია და სპორტული შეჯიბრებები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203