სამტრედიის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პედაგოგები მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - ირმა გაგუამ შემეცნებითი გაკვეთილი „სიტყვის სკივრი“, ჩაატარა.
აღნიშნული აქტივობა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას უწყობს ხელს.
„სიტყვის სკივრში“ მოთავსებული იყო უცნობი სიტყვები. ეს სიტყვები სკივრში ბავშვებს უნდა მოეძიებინათ და შემდგომ მისი მნიშვნელობა ეთქვათ.
კლასი ორ ჯგუფად დაიყო. ერთი ჯგუფი სკივრიდან უცხო სიტყვას იღებდა, მეორე ჯგუფი ამ სიტყვას ამბობდა.
გაკვეთილს წინ უსწრებდა შესწავლილი პაატა მამფორიას მოთხრობა „სიტყვის კაცი“, რომლის მთავარ გმირს ზაქარიას მჭადის სახელი დაავიწყდა.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: