ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, დიდი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მათ წარადგინეს პრეზენტაციები, მხატვრულად გამოთქვეს ლექსები, წაიკითხეს მწერლის გამონათქვამები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში ასევე, მთელი სასკოლო საზოგადოება მონაწილეობდა.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
დღის დასასრულს სკოლის დირექტორმა - მარიტა შველიძემ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: