ჩხორიის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
12-11-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

სკოლის მოსწავლეებს: ანდრო კუხალეიშვილსა და თამარ როგავას, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ.

პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა მუნიციპალიტეტის 129 წარჩინებული მოსწავლე. 

მოსწავლეების დაჯილდოებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით კუხალეიშვილი, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლის დირექცია ულოცავს ანდრო კუხალეიშვილსა და თამარ როგავას, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ამ წარმატებას და უსურვებს სკოლას მეტ წარჩინებულ მოსწავლეს.

პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.

პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203