ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - გაიანე ოვსეპიანმა პირველკლასელებს ქართული ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია. მათ, პედაგოგმა საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღონისძიება შესთავაზა.
ღონისძიების სახელწოდება „აი ია“, გახლდათ. მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო კი ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: