სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, მეორე კლასის მოსწავლეები ბათუმს სტუმრობდნენ. ექსკურსიის მიზანი ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილების უკეთ გაცნობა იყო.
მოსწავლეებმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი და მუსიკოსთა პარკი დაათვალიერეს. ისინი დელფინარიუმის შოუ პროგრამას დაესწრნენ, რაც ძალიან მოეწონათ.
ექსკურსიის ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი - მარინა ხუხუნი გახლდათ. დღე საინტერესოდ და ნაყოფიერად დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: