ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
მათ შორის იყო საშემოდგომო ზეიმი, მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად იზრუნეს, რომ შეექმნათ ბარაქიანი შემოდგომის კუთხე.
ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეორაფიული ნომრები და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
ზეიმის ბოლოს კი, მოსწავლეებმა ჩურჩხელებიც ამოავლეს.
სკოლაში აღნიშნავენ, ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს კარგად გაეაზრებინათ ამ სეზონის არსი და გაცნობოდნენ საშემოდგომო საქმიანობებს.
იხილეთ ფოტოები: