სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის თვითმმართველობამ ძალიან საინტერესო აქცია -„წაიკითხე ჩემი წიგნი“ განახორციელა. მისი მიზანი წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება, წიგნიერების დონის ამაღლება და ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გაახლება-გამდიდრება იყო.
აქციაში აქტიურად ჩაერთო სასკოლო საზოგადოება. მოსწავლეებმა სკოლაში წიგნები მიიტანეს და სკოლის ბიბლიოთეკას საზეიმოდ გადასცეს.
აღნიშნულ აქციას მეექვსე კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან ერთად, ღონისძიებით შეუერთდნენ.
იხილეთ ფოტოები: