წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის კედლებში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა აღზრდილა.
მათ შორისაა კურსდამთავრებული ეროსი ღვინჯილია, ხელოვნებაზე შეყვარებული ახალგაზრდა, რომელიც თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ.
სკოლა სიამაყით გვაცნობს მას და გვიზიარებს მის მრავალეროვან ფერწერულ ნამუშევრებს.
აღსანიშნავია, რომ ეროსი ამჟამად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს, თუმცა ხატვა მისთვის საყვარელი საქმიანობაა და თავის სტილში, საინტერესოდ გამოსახავს პორტრეტებს, ხატავს ნატურმოტებს, პეიზაჟბს და აქვს ხელწერა, რომელიც მნახველებს ემოციებით ავსებს.
იხილეთ ფოტოები: