ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციასა და მათ წახალისებას აქტიურად დაკავდნენ სპორტული აქტივობებით.
აღსანიშნავია, რომ სპორტის მასწავლებელი მალხახ ოქრომელიძე და მისი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული 2024-2025 წლის „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში“.
ამჯერად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ.
მაგიდის ჩოგბურთში ვაჟებს შორაის პირველ ადგილზე სოფელ საძელის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მეორე ადგილი მუსხის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
გოგონებში პირველი ადგილის მფლობელი მუსხის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე კი, მინაძისა და ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლების გაერთიანებული გუნდი გავიდა.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდების წევრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლები და სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილის მფლობელი გუნდები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. რეგიონულ თამაშში გამარჯვებული გუნდები კი საქართველოს პირველობაზე იბრძოლებენ, შემდგომ კი საერთაშორისო შეჯიბრში იასპარეზებენ.
იხილეთ ფოტოები: