ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღბა ეთმობა მოსწავლეების აქტიურობასა და მათ წახალისებას ჩაერთონ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში - „გზავნილი მასწავლებელს, ანუ ის, რაც ხმამაღლა მინდოდა მეთქვა“.
აღსანიშნავია, რომ ესეს ავტორს უნდა წარმოედგინა, თუ როგორია მისი თვალით დანახული მასწავლებელი.
გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: მერაბ და სალომე სიხარულიძეებმა წარმატებით გაართვეს თავი ესეს პირობას, დააკმაყოფილეს ყველა კრიტერიუმი და დაიმსახურეს სიგელები ესეების კონკურსში გამარჯვებისათვის.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ჩართულობას მასწავლებელი თამილა ძნელაძე ხელმძღვანელობდა
სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ: „ვულოცავთ მოსწავლეებს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს“.
იხილეთ ფოტოები: