ახალციხის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, ის სკოლის მკითხველთა კლუბ „წიგნომანების“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, პრობლემის განსაზღვრა და გადაჭრის გზების ძიება გახლდათ.
განსახილველი თემა ზურაბ თორიას მოთხრობა - „კლასიკური გაკვეთილი“ იყო. მოსწავლეებმა მოკლედ აღწერეს მოთხრობაში წარმოდგენილი მთავარი პრობლემა და მასთან დაკავშირებული სირთულე, ისაუბრეს სიუჟეტის განვითარებასა და პერსონაჟების ხედვებზე, მოქმედებებზე. გარდა ამისა, მათ ტექსტთან დაკავშირებით, მოსაზრებები გამოთქვეს.
მოსწავლეებმა განაზოგადეს საკითხი და ისაუბრეს იმაზე, თუ რა წარმოშობს ამა თუ იმ პრობლემას, რატომ იქმნება უხერხული სიტუაციები, როგორ რეაგირებენ ადამიანები ამაზე, როგორ განიმუხტება შექმნილი რთული სიტუაციები ან რა შემთხვევაში ექცევა ჩიხში, რა არის გამოსავალი.
შეხვედრა საინტერესო და ინტერაქციული იყო, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და თავიანთ შეხედულებები გამოთქვეს.
მოსწავლეები, საბოლოოდ შეჯერდნენ ერთ საერთო საკითხზე, რომ რთული სიტუაციებიდან გამოსავალი არის ღია საუბარი, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, მოსმენა და ურთიერთპატივისცემა.
შეხვედრის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კოპაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: