თინათინ კუბლაშვილი ქუთაისის N13 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია შექმნას შედეგზე ორიეტირებული, უსაფრთხო სასწავლო გარემო, თითოეულ მოსწავლეს მისცეს ხარისხიანი განათლება, დიადი მიზნებით იდგეს განათლების სადარაჯოზე და ემსახუროს საყვარელ საქმეს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ თინათინ კუბლაშვილთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- გარემოს, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ და უზრუნველოფს ბავშვების მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, ურთიერთთანამშრომლობას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ერთმანეთის მიმართ სიყვარული და ნდობა, ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებულნი და ჩემს მიერ გადაცემულ ცოდნას იაზრებენ და კარგადაც ითვისებენ.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- კარგ ურთიერთთანამშრომლობას პედაგოგებს შორის.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ვიზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე, რათა ყოველი ჩემი გაკვეთილი იყოს ბავშვებისთვის საინტერესო.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- იმეგობრონ ზოგადად წიგნთან, იკითხონ ბევრი. რადგან წიგნი თვალწინ ახალ სამყაროს უშლით.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ალბათ მაინც საახალწლო ღონისძიება.