ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია სათქვსმეტსექტემბრო მიღებაც. იმ დღეს, სკოალში განსაკუთრებული სიხარული იგრძნობოდა და მოსწავლეთა ჟრიამული ესმოდა.
სასკოლო საზოგადოება ერთმანეთს მიესალმა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მონატრებული პედაგოგები მოსწავლეებს უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით შეეგებნენ.
პირველი სასწავლო დღის ემოციები მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ვიდეო