ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომელიც სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის, ისინი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობდნენ. ახლახან კი, გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გუნდურ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და I ადგილის მფლობელები არიან: ნანა გოგუაძე, ნია მაკარაძე, ელენე ხალვაში, მარიამ ლომთათიძე და ლილე ინაიშვილი. მათი მასწავლებელი თინათინ დავითაძე გახლავთ.
ინგლისურის ოლიმპიადაში გამარჯვებული კი, მაკა რამიშვილი გახდა. მისი მასწავლებელი ნანა პაპუნიძე არის.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და დიდ წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სულ 142 მოსწავლე დაჯილდოვდა. 2023 წელს კონკურსებსა და ოლიმპიადებში საჯარო და კერძო სკოლების 15000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტ საათები და სიგელები გადასცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძემ.
იხილეთ ფოტოები: