„ოქროსფერი შემოდგომა“ და „საქართველოს თანმდევი უკვდავი სული“ - ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიებები
12-11-2024

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, ამჯერად კი ასპარეზზე დაწყებითი კლასების მოსწავლეები გამოვიდნენ. 

პატარები მაყურებლის წინაშე წარდგნენ შემოქმედებითი, საზეიმო ღონისძიებებით: „ოქროსფერი შემოდგომა“ და „საქართველოს თანმდევი უკვდავი სული“. 

ღონისძიების რეპერტუარი გაჯერებული იყო: ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და სკეტჩებით. საუკეთესოდ შესრულებული ნომრებით, მოსწავლეებმა მაყურებლის ოვაციები და ტაში დაიმსახურეს.

როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიების თემატიკა საინტერესოდ და სახალისოდ იყო შერჩეული. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მე-3 კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი ნაზი შაინიძე გახლდათ. 

მაყურებელი ძალიან გაახალისა მე-6 კლასის მოსწავლეების მიერ შესრულებულმა სცენარმა - „ლუარსაბი და დარეჯანი“, დიდი ილიას ნაწარმოებიდან „კაცია ადამიანი?!“.

საზეიმო ღონისძიება მოამზადეს და ხელმძღვანელობდნენ: დაწყებითი კლასების მასწავლებელი- ნაზი შაინიძე, სპეცმასწავლებელი- მერი შარაშიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ხათუნა ბერიძე.

ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა - ბადრი დავითაძემ, მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს,  ღონისძიების ორგანიზატორებსა და  დამსწრე საზოგადოებას ღონისძიების მაღალ დონეზე მომზადებისა და აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203