ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, იქ აჭარის მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მათ სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
სტუმრებმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრეს და სასკოლო საზოგადოების კითხვებს უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: