ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ახლახან, იქ, მწერალთა კავშირის წარმომადგენლებს - ნიაზ ზოსიძეს, მერაბ კვიცარიძესა და ლაშა გვასალიას უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებისთვის სტუმრების მიერ წაკითხული ლექსები და ისტორიები სასიამოვნოდ მოსასმენი აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შთამბეჭდავი შეხვედრა შედგა. მოსწავლეებმა ფოტოები გადაიღეს და სტუმრებს მომავალში შეხვედრის სურვილით დაემშვიდობნენ.
„მადლობა მათ, ლამაზი შეხვედრის ორგანიზებისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: