ბათუმის N8 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საერთაშორისო პროექტისთვის ეროვნული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდნენ
13-11-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლას გამორჩეულად აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები და პედაგოგები არაერთ ღონისძიებასა თუ კონკურსში ერთვებიან. ამჯერად, ისინი eTwinning-ის საერთაშორისო პროექტის - „პრევენცია ჯობია განკურნებას“ განხორციელებისთვის ეროვნული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდნენ.  

სკოლაში პროექტში მონაწილე მე-8, მე-8, მე-10 და მე-10 კლასების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს - თამთა კვარაცხელიასა და თინათინ კვაჭაძეს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203