ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, თავი მე-6 კლასის მოსწავლეებმა გამოიჩინეს. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და სხვადასხვა ხელნაკეთი წიგნი დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ ისეთ ნაწარმოებებზე იმუშავეს, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“, „დავითიანი“, სულხან-საბა ორბელიანის იგავები, ასევე გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაც წიგნად შეკრეს და იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ „დაამზადეს“.
მეექვსეკლასელთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებს მასწავლებლები - დალი ქობულაძე და თინათინ დავითაძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: