ბათუმის N8 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში აჭარის მუზეუმის თანამშრომლებს უმასპინძლეს. მათ მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში ვირტუალურად ამოგზაურეს. აქტივობა სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, ხელოვნებისა და ზოგადად, მუზეუმების მიმართ ინტერესი გამოხატეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„შთამბეჭდავი და საინტერესო ვიზიტი შედგა. მადლობა აჭარის მუზეუმებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: