ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - სალომე ნაკაშიძესა და ლანა ჭოლოკავას საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერები გადაეცათ.
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა.
ხელვაჩაურის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა - ზაზა დიასამიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატმა - მინდია დიასამიძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ხათუნა დიდმანიძემ გადასცეს.
სტუმრებმა, მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს პედაგოგებსა და მშობლებს, მათი ღვაწლისთვის.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. წელს ხელვაჩაურის სკოლების 56 მოსწავლე დაჯილდოვდა.
მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მშობლებიც ესწრებოდნენ.
„დასაწყისი, მომავალი წარმატებებისა. გილოცავთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: