ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლამ აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო კლუბების განვითარების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
სკოლა დაჯილდოვდა და სამინისტროსგან მიიღო ძვირადღირებული მოწყობილობები: 3D პრინტერი, თავისი საჭირო მასალებით, mBot, მანქანის მეგა ნაკრები და სხვა მნიშვნელოვანი ნაწილები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მოწყობილობები არა მხოლოდ ფიზიკისა და რობოტიკის კლასისთვისაა, არამედ სხვა საგნის კომპლექსურ დავალებებსა და კონკურსებზე მუშაობისასაც შეძლებენ მოსწავლეები მათ გამოყენებას.
„ფერიის საჯარო სკოლა მადლობას უხდის აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ფონდსა და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კონკურსის მომზადებისა და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: