ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლესაც პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. ღია ცის ქვეშ მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით, ლამაზი დეკორაციებით საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს.
ბავშვებმა ასევე, წელიწადის ამ ულამაზესი დროის შესახებ ისაუბრეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: