ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო და მისი მიზნები
13-11-2024

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს კვალიფიკაცი ების სწავლის შედეგების მიხედვით კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგად ი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, არაფორმალური განა თლება) ინტეგრირებისა და კოორდინირების, აგრეთვე კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯ ობესების, გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბა ზრისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია:

• ეროვნული კვალიფიკაციების შესაბამისი პრინციპების დაცვით მათი კლასიფიცირება, როგორიცაა სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა და კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

• ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და განვითარება;

• მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

• ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა;

• საერთაშორისო დონეზე კვალიფიკაციების შეთავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

• მობილობის ხელშეწყობა;

• ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;

• არსებული კვალიფიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

• განათლების სისტემაში მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მათი შესაბამისად განახლებადი კვალიფიკაციების ფორმულირება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203