ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალი თაობის წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, იქ შემოდგომის ზეიმი გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მონაწილე დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო. მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნომრები გამართეს, სიტყვა წარმოთქვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ვრცლად ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემო შემოდგომის ნობათითა და ფერად-ფერადი ფოთლებით იყო გაფორმებული.
იხილეთ ფოტოები: