რომელ პედაგოგებზე გავრცელდება „მასწავლებლის წახალისების წესი“ - დადგენილება
13-11-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომელიც ეხება ზოგადი განათლების ხელშეწყობასაც.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმოქმედებს „მასწავლებლის წახალისების წესი“, არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის პედაგოგებისთვის.

„პროგრამა ითვალისწინებს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების წახალისების წესი“ საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვან სკოლებში ქართულის როგორც მეორე ენის საგნობრივი პროგრამის განმახორციელებელი მასწავლებლების დაფინანსებას. ასევე პროგრამით 2024 წელსაც განხორციელდება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203