ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
ამჯერად, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა შემდეგი აქტივობები გამრთეს:
მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე ინსცენირება მოთხრობიდან - „კაცია ადამიანი?!“ საოცარი ოსტატობითა და არტისტიზმით წარადგინეს. მათ შესანიშნავად დახატეს ამ მოთხრობის მთავარი პერსონაჟები და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობები პედაგოგების - მაია ცხადაძის, ნინო ფარტენაძის, მზია ყურშუბაძისა და ბიბლიოთეკარის - ნანული ყურშუბაძის ჩართულობით განხორციელდა.
8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: