ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ახლახან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემოდგომას ლიტერატურული საღამო -„ბარაქიანი შემოდგომა“ მიუძღვნეს.
მის მიმდინარეობაში თითოეული მონაწილე დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო. მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნომრები გამართეს, სიტყვა წარმოთქვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ვრცლად ისაუბრეს.
„ულამაზესია ბუნება შემოდგომით. ნაირფერი სამოსი ფარავს გარემოს - წითელი, ყვითელი, ზოგან მწვანე ფოთოლთა ხალიჩა. ხანდახან თოვლის ფიფქებიც და ყინვაც უხვადაა“,- სწორედ ეს სიტყვები ისმოდა ღონისძიებაზე.
იხილეთ ფოტოები: