არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
13-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლაში ღონისძიება - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მშობლიური ანბანის ჯადოსნურ სამყაროში“ ჩატარდა. ის მშობლიური ენის ანბანის გაცნობას ეძღვნებოდა.

ღონისძიება სომხური ენის მასწავლებლის - ჰაიკანუშ გადიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მოსწავლეები სიმღერით, ცეკვითა და ლექსებით შეეგებნენ „ანბანის შემობრძანებას“. მათ ასო-ბგერა „ა“ ისწავლეს, ივარჯიშეს მის გამოწერაზე და შემდეგ დამოუკიდებლად დაწერეს. 

„ქალბატონმა ჰაიკანუშმა დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით სავსე გაკვეთილი უსახსოვრა მოსწავლეებს, მშობლებს და კოლეგებს.  სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ ჰაიკანუშს, საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილების ჩატარებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203