ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში თანამშრომლობითი და მეგობრული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. სასკოლო საზოგადოება კი, მასწავლებელთა შრომას მეტად აფასებს.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით - „ამ მადლიან მადლისთვის გმადლობ, მასწავლებელო!“ აღინიშნა.
მის მიმდინარეობაში თითოეული მონაწილე მონდომებითა და სიყვარულით ჩაერთო. მათ მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და ლამაზი დღე აჩუქეს.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა პედაგოგებს საკუთარი ხელის შექმნილი მისალოცი ბარათები დაურიგეს.
იხილეთ ფოტოები: