ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, პირველი კლასის მოსწავლეებმა „ანბანეთში“ შეაბიჯეს. ამასთან დაკავშირებით, კლასში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პატარებს ანბანის სამყაროში მასწავლებელი ჰაიკანუშ კარაგებაკიანი შეუძღვა და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: