ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებასა წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით კი, არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ პროექტს ახორციელებენ. ამჯერად მე-6 კლასის მოსწავლეებმა დავალებაზე - „არქიტექტურის მრავალსახეობა“ იმუშავეს.
მეექვსეკლასელებმა ფანტაზიას მოუხმეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ მათ პედაგოგო მაგდა ჩიხაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: