ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, იქ, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობა განახორციელეს.
კვირეულში მე-6 - მე-12 კლასების მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დიდი ქართველის შესახებ ისაუბრეს.
კვირეული ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების - ჟუნუნა ხაჩიძის, ელიზა კვინიკაძის, მართა ტაბატაძისა და თეა ტუხაშვილის ორგანიზებით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: