იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების კონვენცია სიღრმისეულად შეისწავლეს
14-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები არა მხოლოდ საგნებს არამედ, მათ უფლებებსა და მოვალეობებს ასწავლიან და ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის გაააზრებააში ეხმარებიან. 

ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ღრმად შეისწავლეს გაეროს ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების კონვენცია და ცოდნის გასამყარებლად კედლის გაზეთი შექმნეს.

მე-7 კლასელებმა გაზეთზე ბავშვთა უფლებები დაიტანეს და საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს

ბავშვებმა ისწავლეს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენცია საერთაშორისო დონეზე ბავშვის უფლებების პირველი კრებულია და სავალდებულოა, ეს უფლებები თითოეული ბავშვისთვის იყოს გარანტირებული. საქართველო კი ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იკისრა ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203