ალგეთის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრება ჩატარდა
14-06-2018
ალგეთის N3 საჯარო სკოლაში 26 მაისის, დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ვიქტორინა „მე ვიცი ქართული ენა“ გაიმართა.
ვიქტორინას ორგანიზატორი ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი ნანა მელიქიძე იყო.
ღონისძიებაში სკოლაში არსებული ქართული ენის წრის წევრი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ვიქტორინა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი ჯგუფი „26 მაისი“ და „თავისუფლება“.
„ჯგუფებს შორის არაჩვეულებრივი ინტელექტუალური პაექრობა გაიმართა. ჟიურიმ აღიარა, რომ ვიქტორინას ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მონაწილეებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.