საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-4 კლასელებმა ვაჟა-ფშაველას „სათაგურის“ გაცოცხლებული გმირები დიდი სცენაზე ნახეს
14-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეთა ხელოვნებით დაინტერესებაზე ზრუნავენ. თეატრალურმა ხელოვნებამ კი შეუძლებელია ვინმე გულგრილი დატოვოს. 

ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) და მე-4 კლასების (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი „სათაგური“, რომელიც მოგვითხრობს ერთი ქართველი გლეხის სახლის სხვენზე მომხდარ ფანტასტიკურ ამბავს.

წარმოდგენა ამოცანად ისახავს ასწავლოს ბავშვებს ის, თუ როგორ უნდა დაუდგნენ მხარში ერთმანეთს ადამიანები...

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სპექტაკლმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე და სასიამოვნო ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში...

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203