ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
მათ დიდი ქართველის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ინფორმაცია მოიძიეს, პრეზენტაციები მოამზადეს და კლასში წარადგინეს.
გარდა ამისა, მეექვსეკლასელებმა მოთხრობის - „კაცია-ადამიანი?!“ ადაპტირებული ვერსია წაიკითხეს და ნახატების გამოფენა გამართეს.
მოსწავლეებს აქტივობების დაგეგმვაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - მაკა ანთაძე დაეხმარა.
იხილეთ ფოტოები: