ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში დიდი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მერვე კლასის მოსწავლეებმა, მზია ბუაძის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა კიდევ ერთხელ გააცნეს.
მათ სკოლაში არსებული ფოტომასალა საკლასო სივრცეში გამოაფინეს, ასევე გაიხსენეს ილიას ცნობილი გამონათქვამები და ისაუბრეს, თუ რა იყო თითოეული მათგანის მთავარი სათქმელი.
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: