„ერის წყლული მაჩნდეს წყლულად“ - დანდალოს საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ლიტერატურული საღამო მიეძღვნა 
13-11-2024

8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

დიდი ილიას დაბადებიდან 187-ე წლისთავს სკოლაში ლიტერატურული საღამო მიეძღვნა სახელწოდებით - „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად“. 

მოსწავლეებმა ერის მამად წოდებული დიდი მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი როლი ერის თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნების საქმეში, წაიკითხეს მისი პუბლიცისტური წერილები და კედლის გაზეთიც გამოუშვეს. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203